ავტორი:

კადიროვი და ცხენი, რომელიც მოპარეს - ჩეჩნეთის ლიდერის თავლა: რა თანხას გამოიმუშავებს ის ათობით სარბოლო ცხენით

კადიროვი და ცხენი, რომელიც მოპარეს - ჩეჩნეთის ლიდერის თავლა: რა თანხას გამოიმუშავებს ის ათობით სარბოლო ცხენით

ჩეხეთის პოლიცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ცხენის მოპარვის საქმეს იძიებს. "ზაზუ," ასე ჰქვია სუფთა ჯიშის ცხენს, რომლის ღირებულებაც 17 000 ფუნტია. როგორც ჩეხი სამართალდამცველები აცხადებენ, ცხენი თავლიდან პარასკევს ღამით გაუჩინარდა.

რამზან კადიროვმა ზაზუ დუბაიში 2012 წელს იყიდა და შემდეგ ჩეხეთში, თავლაში დააბინავა. ზაზუ მსოფლიოს საუკეთესო ცხენების სიაში იყო და მინიმუმ, 1 მილიონი ევროს ოდენობის თანხა აქვს გამომუშავებული სხვადასხვა შეჯიბრებაზე.

ყირიმის ანექსიის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის ლიდერს სანქციები დაუწესდა, აიკრძალა ზაზუს გაყვანა შეჯიბრებეზე, რატა კადიროვს მისი სსაშუალებით მილიონები აღარ მიეღო.

ცხენის გაუჩინარების შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა "ტელეგრამზე" დაწერა და თქვა, რომ ეს "დიდი სირცხვილია":

"ვშიშობ, ზაზუ არასწორი ადამიანების ხელში არ აღმოჩნდეს. როგორ მოხდა ეს? სად იყო ამ დროს დაცვა?" - დაწერა მან და დასძინა, რომ ცხენის ნამდვილი ღირებულება "მინიმუმ 10 მილიონი დოლარია".

ჩეხურმა მედიამ ადრე ინფორმაცია გაავრცელა, რომ ზაზუს და კადიროვის კიდევ ერთი ცხენის მოპარვა გასულ წელსაც სცადეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე. ანტიკორუფციული ჯგუფის, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, კადიროვს სულ ცოტა 128 ცხენი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა საცხენოსნო შეჯიბრში მონაწილეობენ, რამაც რამზანს გასული 4 წლის განმავლობაში 1.5 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა