ავტორი:

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია

გამომცემლობა პალიტრა L-ის განცხადება:

"გამომცემლობის მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. ეს არის ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ისტორიული არჩევანი, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშიც მკაფიოდ არის ასახული. ვფიქრობთ, ნებისმიერი ე.წ. კანონი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას, აბრკოლებს საქართველოს ისტორიული მიზნის მიღწევასა და განვითარებას. მისი მიღება იქნება ანტიკონსტიტუციური ქმედება და გამოუსწორებელი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე" - ნათქვამია განცხადებაში.