ავტორი:

"არა რუსულ კანონს!“ - რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს

"არა რუსულ კანონს!“ - რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს

"არა რუსულ კანონს!“ - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სტუდენტები, "ქალების მარშის“ მონაწილეები, მოქალაქეები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "არა რუსულ კანონს“. ისმის შეძახილები: "საქართველო", "მეტი ქალი პარლამენტში“, " არა ტოტალურ კონტროლს!“.

აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ქალები არ დათმობენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

"ვერ წაგვართმევთ ევროპულ არჩევანს, ევროპა ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი, არის სიტყვით გამოსვლებიც. რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საავტომობილო გზაც.