ავტორი:

ცხინვალში დე ფაქტო ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს

ცხინვალში დე ფაქტო ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ძალოვანი უწყებები გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილები. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო "რესი“ დე ფაქტო სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურზე ნატალია ბოსიკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის განკარგულებით ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართა.

"საზღვარზე შესაძლო ინციდენტების გაფრთხილების მიზნით, ძალოვანი უწყებები გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილები“,- განაცხადა ე.წ. პრესსამსახურმა.