ავტორი:

"მთავრობამ საქართველოს, კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს უღალატა - ქართველო ხალხო, სასოწარკვეთას არ მიეცეთ!" - ვიოლა ფონ კრამონი

"მთავრობამ საქართველოს, კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს უღალატა - ქართველო ხალხო, სასოწარკვეთას არ მიეცეთ!" - ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოს მთავრობამ საქართველოს უღალატა. [მთავრობამ] უღალატა საკუთარ კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

მან ქართველ ხალხს მოუწოდა სასოწარკვეთას არ მიეცნენ და დასძინა, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც აფასებს თავისუფლებას და სხვა ევროპულ ღირებულებებს.

"ჩვენ ვდგავართ მამაცი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საკუთარი თავისუფლებებისთვის და არ სურთ იყვნენ „რუსული სამყაროს“ ნაწილი. არა რუსულ კანონს!

ქართველო ხალხო, სასოწარკვეთას არ მიეცეთ. ჩვენი კარი ღია რჩება ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც აფასებს თავისუფლებას და სხვა ევროპულ ღირებულებებს. თქვენ ბევრჯერ დაამტკიცეთ, რომ ევროპას ეკუთვნით“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.