ავტორი:

"ინტერვიუს მსვლელობისას მოასწრო თქმა, რომ ჩამოსვლის წუთიდან პოლიცია უთვალთვალებდა. მანვე მითხრა, რომ ის პოლიციამ გააჩერა" - სად გაუჩინარდა ნადიმ ხმალაძე?

"ინტერვიუს მსვლელობისას მოასწრო თქმა, რომ ჩამოსვლის წუთიდან პოლიცია უთვალთვალებდა. მანვე მითხრა, რომ ის პოლიციამ გააჩერა" - სად გაუჩინარდა ნადიმ ხმალაძე?

სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ ერთი საათის წინ სოციალურ ქსელში დაწერა:

"როგორც ამ წუთას გავიგე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ დააკავეს ნადიმ ხმალაძე!

არა დემონსტრაციის დროს, არამედ ნახევარი საათის წინ, ფაქტობრივად ეხლა! ტელეფონი გაათიშინეს და კონტაქტზე შესაბამისად ვეღარ გამოდის. რა ხდება ბატონებო, რეპრესიებზე და დაშინებაზე გადახვედით ისევ? მისამართი შეგეშალათ. ძალიან ბევრი რამე შეგეშალათ".

როგორც ხმალაძის ადვოკატი აცხადებს, მან ვერ მიაკვლია ჯერ გაუჩინარებული ხმალაძის კვალს. თუმცა როგორც ირკვევა, ის მანამდე საუბრობდა "კვირის პალიტრის" ჟურნალისტ ხათუნა ბახტურიძესთან.

"დღეს შუადღის სამი საათისთვის უკრაინიდან ჩამოსულ ქართველ მებრძოლთან, ნადიმ ხმალაძესთან სატელეფონო ინტერვიუს ვიწერდი, მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზნებსა და უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ბატონმა ნადიმმა ინტერვიუს მსვლელობისას მოასწრო იმის თქმა, რომ თბილისში ჩამოსვლის წუთიდან პოლიცია უთვალთვალებდა. ამის აღნიშვნიდან ძალიან მალე, ის ქუჩაში გააჩერეს. როგორც, ნადიმ ხმალაძემ თავადვე მითხრა, ის პოლიციამ გააჩერა. ამასობაში მეც გავიგე, როგორ მიმართა მამაკაცმა, გამოერთო ტელეფონი. ქართველმა მებრძოლმა უთხრა, რომ ტელეფონს ვერ გათიშავდა, ვინაიდან ჟურნალისტს ესაუბრებოდა. თუმცა ტელეფონი მოულოდნელად გაითიშა. მას შემდეგ მეგობრები და ადვოკატი ნადიმ ხმალაძეს უშედეგოდ ეძებენ", - გვითხრა ჟურნალისტმა.