ავტორი:

"ვერ წაგვართმევთ ევროპულ არჩევანს!" -  რა ხდება პარლამენტთან მიმდინარე მასშტაბურ აქციაზე? (ფოტო, ვიდეო)

"ვერ წაგვართმევთ ევროპულ არჩევანს!" -  რა ხდება პარლამენტთან მიმდინარე მასშტაბურ აქციაზე? (ფოტო, ვიდეო)

"არა რუსულ კანონს!" - ამ მოწოდებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ჯერ ქალების მარშით დაიწყო, გაგრძელდა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მსვლელობით და 19 საათზე საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის ჰიმნებით გაგრძელდა. შეკრებილი საზოგადოება ე.წ. აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებს. აქციაზე მივიდნენ პოლიტიკური პარტიის ლოდრეებიც, თუმცა გამოსვლელთა შორის ძირითადად საზოგადოების წარმომადგენლები არიან.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "არა რუსულ კანონს“.

ისმის შეძახილები: "საქართველო", "მეტი ქალი პარლამენტში“, " არა ტოტალურ კონტროლს!“.

"ვერ წაგვართმევთ ევროპულ არჩევანს, ევროპა ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

"ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, ბრძოლას საქართველოს ეროვნული, ევროპული არჩევანის დასაცავად - არ შეგეშინდეთ, ერთად გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - განაცხადა პარტია "ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

"მგონია, რომ ყველას, ვისაც საქართველო თავის სამშობლოდ მიაჩნია და მოღალატე არ არის თავისი ქვეყნის და ერის, უნდა გამოვიდეს და დაიცვას ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპაში ინტეგრაცია, სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ მთავრობა რუსეთის გუბერნიად გახდომისკენ მიგვექაჩება, არასოდეს მოხდება ეს", - ამბობს აქციაზე მყოფი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე.

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე და დასის წევრები აქციაზე

აღსანიშნევია, შსს-ს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ჩანთები გახსნან დათვალიერების მიზნით.

სამართალდამცველები არ განმარტავენ, თუ რას უკავშირდება აღნიშნული ქმედება.