ავტორი:

"არ არსებობს აუცილებლობა, რომელიც ხელისუფლების ძალადობას გაამართლებს“ - რას ამბობს დათო ტურაშვილი ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

"არ არსებობს აუცილებლობა, რომელიც ხელისუფლების ძალადობას გაამართლებს“ - რას ამბობს დათო ტურაშვილი ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

"ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კანონპროექტი იწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში, ზიზღსა და სიძულვილს მოქალაქეებს შორის და არ არსებობს აუცილებლობა, რომელიც ხელისუფლების ძალადობას გაამართლებს“, - ამ სიტყვებით ეხმიანება მწერალი დათო ტურაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს და ambebi.ge - სთან ლაკონურად აფასებს ამ საკითხის ირგვლივ შექმნილ ვნებათაღელვას.

"სამწუხაროდ, არ ვიცი, ზუსტად რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ამ კანონის მიღება, რადგან რასაც ისინი საჯაროდ ამბობენ (რბილად რომ ვთქვა), არის ძალიან საეჭვო - საქართველოში ამერიკიდან, თუ ევროპიდან შემოსული ნებისმიერი დოლარი და ევრო (და ცენტიც კი) სრულიად გამჭვირვალეა და ერთადერთი, რასაც საზოგადოება ვერ აკონტროლებს, რუსეთიდან შემოსული თანხაა. ამიტომ იწვევს ასეთ ვნებათაღელვას ეს კანონპროექტი და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ იწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში, ზიზღსა და სიძულვილს მოქალაქეებს შორის და არ არსებობს აუცილებლობა, რომელიც ხელისუფლების ძალადობას გაამართლებს“, - გვეუბნება დათო ტურაშვილი.

იხილეთ ასევე: