ავტორი:

პროტესტანტთა ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - რა არის აქციის მონაწილეების შემდგომი ნაბიჯი?

პროტესტანტთა ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - რა არის აქციის მონაწილეების შემდგომი ნაბიჯი?

პროტესტანტთა ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

მოგეხსენებათ, მათ 2 მოთხოვნა ჰქონდათ: ე.წ. აგენტების კანონპროექტების უკან გაწვევა და 7 მარტს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.

როგორც გიორგი ვაშაძემ თქვა, მათთან კავშირზე ხელისუფლებიდან არავინ გამოსულა. მისი თქმით, ბრძოლა იქნება გრძელვადიანი. "ჩვენ გთავაზობთ შემდეგი ნაბიჯის გადადგმას, ეს ნაბიჯი არის ჩვენი ყველას გადაწყვეტილება და ამასთანვე გთხოვთ, რომ თქვენც ხელის აწევით დაგვიდასტუროთ თუ დაგეთანხმებით...

ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში, რომელიც თქვენ გეკუთვნით. ეს გავაკეთოთ მშვიდობიანად. მოვუწოდებთ პოლიციელებს, სამართალდამცავებს არ შეგვიშალონ ხელი. ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას, მოგვიწევს არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინოთ პიკეტირება მანამ, ვიდრე ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მასშტაბური აქცია მიმდინარეობს, სადაც პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.