ავტორი:

პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა - აქტივისტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს: შსს იყენებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს

პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა - აქტივისტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს: შსს იყენებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს

პარლამენტთან ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა. ჭიჭინაძის ქუჩაზე, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან დაპირისპირებაა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა პარლამენტთან განლაგებული რკინის ჯებირები გაარღვიეს. შსს-ს წარმომადგენლებმა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

პარლამენტის ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი ამ დრომდე ავტობუსებში იმყოფებოდა, აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობის პიკეტირების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი, ისინი უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს ეზოში განათავსეს.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, პარლამენტის შენობას ალყაში მოაქცევენ და მის მშვიდობიან პიკეტირებას მოახდენენ.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: