ავტორი:

"ახლა უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი, არანაირი ურთიერთკამათი და თავდასხმა ოპოზიციაზე... მადლობა მინდა ვუთხრა სერგეენკოს და ჩაჩიბაიას " - მამუკა ხაზარაძე

"ახლა უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი, არანაირი ურთიერთკამათი და თავდასხმა ოპოზიციაზე... მადლობა მინდა ვუთხრა სერგეენკოს და ჩაჩიბაიას " - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ოპოზიციამ მორეატორიუმი უნდა გამოაცხადოს. მისი თქმით, კითხვები აქვს სხვადასხვა ოპზოციონერ პოლიტიკოსებთან, თუმცა პირობას დებს, რომ ამ კითხვებს დაადებს მორატორიუმს წინასაარჩევნო მარათონამდე.

"მრცხვენია იმ ურთიერთობის, რომელიც მე ამ ხალხთან მქონდა. ამიტომ მადლობა მინდა ვუთხრა სერგეენკოს და ჩაჩიბაიას, პრინციპულობისთვის. და ერთი მთავარი, ჩვენ ახლა უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი. არანაირი ურთიერთკამათი და თავდასხმა ოპოზიციაზე. მე ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს, მაგალითად, კონკრეტულად მაგალითად გახარიას პიროვნებასთან და მის პოლიტიკასთან...

მისს პოლიტიკას შეეწირა უამრავი კეთილდღეობა, კონკრეტულად ანაკლიის პორტი. მე, მამუკა ხაზარაძე ვაცხადებ, რომ ვადებ მორატორიუმს იმ კითხვებს, რომლებიც მე ამ ადამიანთან მაქვს და ამ კითხვებს გავხსნი, როცა იქნება წინასაარჩევნო მარათონი. მანამდე, ყველას ერთად გადასარჩენი გვაქვს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა თუ ვერ გადავარჩინეთ და რუსეთში შეათრიეს, მაშინ ეს კითხვებიც არავის დასჭირდება. ახლა ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ და ამ ახალგაზრდებს გვერდში დავუდგეთ, რათა ჩვენ სასწორზე საქართველოს ხვალინდელი დღე დგას" - აღნიშნა ხაზარაძემ "ფორმულას" ეთერში.