ავტორი:

სპეცრაზმმა მომიტინგეებისგან რუსთაველის გამზირიც გაწმინდა

სპეცრაზმმა მომიტინგეებისგან რუსთაველის გამზირიც გაწმინდა

სპეცრაზმმა მომიტინგეებისგან რუსთაველის გამზირიც გაწმინდა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ.

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.

ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს როგორც ცენტრალური, ისე გვერდითა და უკანა შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია.

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება სპეცრაზმი.

დაშავებულია ათობით ადამიანი. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა გადაკეტეს მიმდებარე ქუჩები და რუსთველის გამზირზე ადამიანებს გასვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.