ავტორი:

გიორგი ვაშაძის თქმით, აქციაზე პროვოკატორებს უგზავნიან - "მე თვითონ გამოვედი და დავამშვიდე ის ხალხი"

გიორგი ვაშაძის თქმით, აქციაზე პროვოკატორებს უგზავნიან - "მე თვითონ გამოვედი და დავამშვიდე ის ხალხი"

დაუყოვნებლივ გაიწვიეთ კანონი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის გზა, რომ დამშვიდდეს სიტუაცია. აქ არც წყლის ჭავლი და არც ცრემლსადენი გაზი არ არის საჭირო და აქციაზე პროვოკატორებს ნუ გვიგზავნით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რითაც ხელისუფლებას მიმართა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ახლა ხელისუფლების ხელშია ბერკეტი, რათა ხალხი დამშვიდდეს.

"მოვუწოდებ, რომ ნუ გამოიყენებენ გადამეტებულ ძალას, პოლიციის მხრიდან. დაუყოვნებლივ გაიწვიეთ კანონი იმიტომ, რომ ხალხი არის ძალიან აღელვებული. მიკროფონი მოგვპარეს, ხალხს რომ მივმართოთ, აქ, რუსთაველზე მშვიდობიანად ვიდგეთ, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ამიტომ, მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ კანონი. თქვენ ხელშია დამშვიდდეს საზოგადოება, ხალხი და ეს ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ.

თქვენ ბევრი არ გეშველებათ, მაგრამ დაუყოვნებლივ გაიწვიეთ კანონი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის გზა, რომ დამშვიდდეს სიტუაცია. აქ არც წყლის ჭავლი და არც ცრემლსადენი გაზი არ არის საჭირო და აქციაზე პროვოკატორებს ნუ გვიგზავნით. მე თვითონ გამოვედი და დავამშვიდე ის ხალხი, მაგრამ მთავარი არის შემდეგი, ახლა, რაც შეიძლება სწრაფად გაიწვიონ კანონი“, - განაცხადა „ფორმულასთან“ გიორგი ვაშაძემ.

ნახეთ ასევე: