ავტორი:

"მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ჩვენი ეროვნული ჰიმნისთვის, რომელიც თბილისში გაისმა" - საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება

"მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ჩვენი ეროვნული ჰიმნისთვის, რომელიც თბილისში გაისმა" - საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეებში საქართველოს მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ჩვენი ეროვნული ჰიმნისთვის, რომელიც თბილისში გაისმა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ და მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა საქართველოს მიმართ.

არ არსებობს ისეთი უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს, დემოკრატიული წარმატებას. ევროპული წარმატებას.

ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში და ვიქნებით. გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი ამას იმსახურებს. დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინისთვის! დიდება ყველას, ვინც იბრძვის თავისი ძმებისთვის! დიდება უკრაინას!"