ავტორი:

მომიტინგეები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შეძახილებით მსვლელობას მართავენ - "მე ჩემი და ჩემი ქვეყნის ევროპულ მომავალს ვიცავ"

მომიტინგეები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შეძახილებით მსვლელობას მართავენ - "მე ჩემი და ჩემი ქვეყნის ევროპულ მომავალს ვიცავ"

მომიტინგეები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სტვენითა და შეძახილებით მსვლელობას მართავენ.

ჯერჯერობით უცნობია, სად მიემართებიან და რა გეგმა აქვთ პროტესტის მონაწილეებს.

მსვლელობისას პროტესტის მონაწილეებს ავტომობილის მძღოლები სოლიდარობის ნიშნად ასიგნალებენ.

"მე და ჩემი მეგობრები ვართ ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ეს ჩვენი მომავალი და დავიცავთ! ჩემმა ბებიამ და ბაბუამ იცხოვრეს საბჭოთა კავშირში და აღარ მინდა! 19 წლის ვარ და როგორ შეიძლება ვინმეს დავალებას ვასრულებდე, მე ჩემი და ჩემი ქვეყნის ევროპულ მომავალს ვიცავ", - ამბობს "ტვ პირველთან" აქციის მონაწილე.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი სტვენითა და შეძახილებით მძღოლებს მოუწოდებდნენ, პროტესტს შეუერთდნენ.