ავტორი:

პარტია "საქართველოსთვის“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი პარტიის წევრი კოკა კობალაძე დააკავეს

პარტია "საქართველოსთვის“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი პარტიის წევრი კოკა კობალაძე დააკავეს

პარტია "საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პარტიის წევრი კოკა კობალაძე დააკავეს...

"ახლახანს პოლიციამ უკანონოდ დააკავა პარტია "საქართველოსთვის“ ბორჯომის საკრებულოს წევრი კოკა კობალაძე. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული...“ - წერია განცხადებაში...

კოკა კობალაძე სავარაუდოდ აქციაზე დააკავეს. პოლიტიკოსს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სამი საათის წინ აქვს გამოქვეყნებული აქციაზე, პარტიის ლიდერ გიორგი გახარიასთან ერთად გადაღებული ფოტო.