ავტორი:

რუსთაველზე ვითარება კვლავ დაძაბულია: აქციის მონაწილეები თავის დაცვას ბარიკადებით ცდილობენ - სპეცრაზმი ისევ ცრემლსადენ გაზს იყენებს, გამზირზე კვლავ არაერთი დაშავებულია

რუსთაველზე ვითარება კვლავ დაძაბულია: აქციის მონაწილეები თავის დაცვას ბარიკადებით ცდილობენ - სპეცრაზმი ისევ ცრემლსადენ გაზს იყენებს, გამზირზე კვლავ არაერთი დაშავებულია

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცრაზმელების მხრიდან დაშლის მოგერიებას ბარიკადებით ცდილობენ.

ისინი ბარიკადებად სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ნაგვის ურნებსა და საზოგადოებრივ გრძელ სკამებს იყენებენ. მათი თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ.

პარალელურად, სპეცრაზმის წარმომადგენლებს პარლამენტის წინ მდებარე სივრცე დაკავებული აქვთ და მანიფესტანტების მიმართულებით ცრემლსადენ გაზს უშვებენ.

ამასთან, ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული და დაშავებულებს დახმარებას უწევენ