ავტორი:

"უკვე სათვალავი ამერია მერამდენედ გვარბევენ" - სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე ისევ პროტესტანტთა დაშლას ცდილობს

"უკვე სათვალავი ამერია მერამდენედ გვარბევენ" - სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე ისევ პროტესტანტთა დაშლას ცდილობს

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე პროტესტანტთა კიდევ ერთი დარბევა დაიწყო. იყენებებ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გზას. ახალგაზრდები სკადირებენ: "საქართველო!" "არა რუსეთს!" "არა რუსულ ოცნებას!"

"უკვე სათვალავი ამერია მერამდენედ გვარბევენ, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ ბრძოალს გავაგრძელებთ, დაგვშლიან და მალევე უკან მოვბრუნდებით, მანამდე ვიდგებით აქ, ვიდრე ჩვენს მოთხოვნას არ შეასრულებენ", - ამბობს აქციის მონაწილე გოგონა.

მანამდე ხმოვანი სიგნალებით რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა დემონსტრანტების გაფრთხილება, რომ დაშლილიყვნენ, წინაამღდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებული იქნებოდა შესაბამისი ღონისძიებები საზოაგდოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით.

მომიტინგეები ცდილობენ, თავი სკამებით, ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით შექმნილი ბარიკადებით დაიცვან. "შეჩერდით!“, - ისმის შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.