ავტორი:

რუსთაველის გამზირზე ავტომობილი იწვის

რუსთაველის გამზირზე ავტომობილი იწვის

რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტებმა კრიმინალური პოლიციის დაზიანებული ავტომობილი ამოატრიალეს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა

ცეცხლის ჩაქრობა წყლის ჭავლით სამართალდამცველებმა სცადეს, თუმცა ცეცხლის კერების სრულად ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა.

მანამდე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარება იყო. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა. ისმოდა პოლიციელთა მხრიდან ხმოვანი სიგნალებით გაფრთხილებები დაშლის თაობაზე, რასაც მომიტინგეები არ დაემორჩილნენ და კვლავ ტერიტორიაზე რჩებიან.