ავტორი:

რუსთაველის გამზირზე კვლავ მობილიზებულია სპეცრაზმი, დააკავეს რამდენიმე ადამიანი - რა ვითარებაა ადგილზე?

რუსთაველის გამზირზე კვლავ მობილიზებულია სპეცრაზმი, დააკავეს რამდენიმე ადამიანი - რა ვითარებაა ადგილზე?

მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ მომიტინგეები დააკავა. პოლიცია ცდილობდა, გზის სავალი ნაწილი მოქალაქეთა ჯგუფისგან გათავისუფლებინა.

ამ დროისთვის ადგილზე დიდი რაოდენობის სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. კერძოდ, ისინი განლაგებული არიან სასტუმროების - “ბილტმორის” და “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიებზე. ამასთან, ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია. მთელს პერიმეტრზე საპატრულო პოლიცია პატრულირებს. პოლიცია რუსთაველის გამზირზე გასასვლელ ქუჩებზე - არჩილ ჯორჯაძისა და გია ჭანტურიას ქუჩებზეც დგას.

რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახური წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ახალგაზრდების ჯგუფი პარლამენტის მიმდებარედ დაბრუნებას კვლავ ცდილობს, მაგრამ სამართალდამცავები ამის საშუალებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო, მომიტინგეთა ნაწილმა მეტრო "რუსთაველისკენ" გადაინაცვლა.

ნახეთ ვიდეო: