ავტორი:

"აგონიაში ვარ, გაგუდულები ვართ... მადლლბა ღმერთს, ცოცხალი მოვედი სახლში" - რას წერს ნათია დუმბაძე?

"აგონიაში ვარ, გაგუდულები ვართ... მადლლბა ღმერთს, ცოცხალი მოვედი სახლში" - რას წერს ნათია დუმბაძე?

მომღერალი ნათია დუმბაძე, რომელიც გუშინდელ აქციაზე იმყოფებოდა წერს, რომ უმძიმესი ღამე გამოიარა:

"მადლლბა ღმერთს, ცოცხალი მოვედი სახლში, მაგრამ ის რაც ჩვენ დღეს იქ გადავიტანეთ ….აგონიაში ვარ, გაგუდულები ვართ, სიტყვები არ მყოფნჯს რავთქვა არვიცი" - წერს დუმბაძე.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ვითარება თითქმის მთელი ღამის განმავლობაში დაძაბული იყო. მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო, მომიტინგეთა ნაწილმა მეტრო "რუსთაველისკენ" გადაინაცვლა.

ამ დროისთვის ადგილზე დიდი რაოდენობის სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. კერძოდ, ისინი განლაგებული არიან სასტუმროების - “ბილტმორის” და “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიებზე. ამასთან, ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია. მთელს პერიმეტრზე საპატრულო პოლიცია პატრულირებს. პოლიცია რუსთაველის გამზირზე გასასვლელ ქუჩებზე - არჩილ ჯორჯაძისა და გია ჭანტურიას ქუჩებზეც დგას.

რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახური წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ახალგაზრდების ჯგუფი პარლამენტის მიმდებარედ დაბრუნებას კვლავ ცდილობს, მაგრამ სამართალდამცავები ამის საშუალებას არ აძლევენ.

ნახეთ ასევე: