ავტორი:

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - რუსეთმა მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - რუსეთმა მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის მასშტაბით სხვადასხვა სამიზნეებზე კვლავ მიიტანა სარაკეტო იერიში და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს საცხოვრებელ კორპუსებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე ხარკოვსა და ოდესაში.

აფეთქებების ხმა ისმის ასევე კიევის, ნიკოლაევის, ხერსონისა და სხვა ოლქებში.

ოდესაში დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

მოგვიანებით, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქის გოლოსევსკის რაიონში აფეთქებები მოხდა.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილი ყველა საჭირო სამსახურის წარმომადგენელი გაემგზავრა. ამასთან, მოსახლეობის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა კიევის სვიატოშინსკისა და შევჩენკოვსკის რაიონებშიც, თუმცა, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.