ავტორი:

"ახლა ყველა ქოცს ბიძინას “სიბრძნის" იმედი აქვს - თავს იიმედებენ, რომ რაღაც "ტრიუკი" ექნება მოფიქრებული" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი სახეები კანონპროექტის გაწვევას?

"ახლა ყველა ქოცს ბიძინას “სიბრძნის" იმედი აქვს - თავს იიმედებენ, რომ რაღაც "ტრიუკი" ექნება მოფიქრებული" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი სახეები კანონპროექტის გაწვევას?

"ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ კანონპროექტი“.

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი" - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იურისტების განმარტებით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ამიტომ ე.წ. აგენტების შესახებ პირველი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ სასწრაფოდ უნდა გაიტანოს მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდოს.

გადაწყვეტილებას ეხმაურებიან პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მათი ნაწილი თვლის, რომ ეს ხელისუფლების მორიგი "ტრიუკია" და რეალურად მათ დროის გაყვანა სურთ.

ხატია დეკანოიძე, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი: ივანიშვილს არ ჰყავს გუნდი. ჰყავს მსახურები და ვინც ამ რუსულ კანონს მხარი დაუჭირა - ისინიც გაანადგურა და მოისროლა.ასეა, სამუდამო ლაქაა ეს.

გიგი უგულავა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი: კრემლმა უკან დაიხია, ეს გამარჯვებაა, მაგრამ მისი საცეცები ჯერ არ განადგურებულა. გვახსოვს ივანიშვილის დაპირებული და გადაგდებული პროპორციული და არა მარტო.ესენი უნდა წავიდნენ!არა რუსულ ხელისუფლებას!„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობა - მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი

გიორგი რუხაძე, "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი: ოცნებამ უკან დაიხია მარტივი მიზეზის გამო: გუშინ ბატონ ივანიშვილს უბრალოდ ძალიან შეეშინდა.

თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტი: ახლა ყველა ქოცს ბიძინას “სიბრძნის”იმედი აქვს - თავს იიმედებენ, რომ რაღაც “ტრიუკი” ექნება მოფიქრებული.ყველას, უკლებლივ. (ალბათ იმედოვნებენ, რომ კანდიდატობაში გაცვლის და ნორმალიზაციას მიიღებენ - ძალაუფლებაში დარჩენის გასახანგრძლივებლად).რეჟიმის მარიონეტების უტიფარი ბრავადა შიშით იყო გამოწვეული და ახლა დაზაფრულები არიან.

დათა თავაძე, რეჟისორი: თქვენს მოღალატეობას ვერსად ვერ “გაიწვევთ”. ის, რომ საქართველოს ავნეთ კანდიდატობის სტატუსის მიღების გზაზე, ვერც მაგას. ასე რომ გინდათ “გაიწვიეთ” და გინდათ დაახვიეთ და ერთ ადგილას გაიკეთეთ, მაინც თქვენს წვალებაში ვიქნებით ყოველ დღე.ეს კანონი რო ისედაც ვერ გავიდოდა საბოლოო ჯამში, ძალიან ცხადი იყო თავიდანვე.

ნოდარ ლადარია, ფილოსოფოსი: კანონის შესახებ განცხადებული ტყუილით ხელისუფლება გაბანძდა. ეს ასეა.მაგრამ ის იმთავითვე ბანძი იყო და ჩვენ ეს ვიცოდით. შეგვიძლია დავარქვათ მის განცხადებას გამარჯვება? - სინამდვილეში ეს მხოლოდ ტაქტიკური სვლაა დროის მოსაგებად.უნდა გავიზარდოთ! ეს კი ნიშნავს, რომ სიმბოლური შედეგები უკან მოვიტოვოთ და მარტოოდენ რეალურ შედეგს ვესწრაფოთ.

დათო გორგილაძე, მწერალი : მიღწეულით კმაყოფილება სწორია.ეს თქვენი გამარჯვებაა და უნდა იამაყოთ. ოღონდ, ზომიერი კმაყოფილებაა საჭირო.შეგახსენებთ გუშინწინდელს: არ განვიხილავთო და უკანა კარიდან შეაცუნცულეს განსახილველად.პროპორციულის დაპირებასაც შეგახსენებთ.თუ შეხსენებაა, ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ინიცირებაც ისეთივე ბოროტებაა, როგორც მისი დამტკიცება და მის დასაცავად ასეთი თავგამოდებული ბრძოლა მათი მხრიდან - ანუ, მათი მარშრუტი გაშიფრული და მოშიშვლებულია.შეეშინდათ თქვენი რაოდენობისა და შემართების. ზნე არ უცვლიათ.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი: კანონი გაიწვიეს!!ხალხთან ჯერ არავის მოუგია ომი!ესენიც დამარცხდნენ.გაიმარჯვა საქართველომ! ბავშვებო, ახალგაზრდებო, მადლობა! თქვენ მოიგეთ ეს ომი!

ია ფარულავა, ტელეამყვანი: გილოცაავთ კანონი გაიწვიეს ....ბრძოლას აზრი აქვს ძალა ერთობაშია! ძალა ევროპაშია! ყველა ქოცის დედას შე...ი მე! ყველა ქოცის!