ავტორი:

"მოდი, დავიწყოთ მადლობით!" - გახარია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება

"მოდი, დავიწყოთ მადლობით!" - გახარია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება

ყოფილი პრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურება, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის უკან გავწვევასთან დაკავშირებით. ის მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

"მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის! მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის! ეს არ არის საბოლოო გამარჯვება.

ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია! ამ კანონის ინიცირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით. დადგა დრო, რომ ყველამ, პირველ რიგში კი საჯარო სექტორმა, გააკეთოს არჩევანი - ემსახურებით ერთ ადამიანს, თუ ემსახურებით ქვეყანას! საქართველო ევროპაა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აუცილებელია - ძალა კი უკვე მხოლოდ ერთობაშია!" - წერს გახარია.

ცნობისთვის, დღეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს“.

ნახეთ ასევე: