ავტორი:

ვინ დგას გასულ წელს მომხდარი Nord Stream-ის აფეთქების მიღმა - დასავლური მედია შესაძლო ვერსიაზე წერს: რას აცხადებენ ნატო-ში

ვინ დგას გასულ წელს მომხდარი Nord Stream-ის აფეთქების მიღმა - დასავლური მედია შესაძლო ვერსიაზე წერს: რას აცხადებენ ნატო-ში

New York Times-ის ცნობით, გასული წლის სექტემბერში, Nord Stream-ის მილსადენის აფეთქებაზე შესაძლოა, პროუკრაინული ჯგუფი იყოს პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარი არ არის უკრაინის უშუალო ჩართულობაზე. ინფორმაციის გამოქვეყნების კვალდაკვალ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიას მოუწოდა, მსგავსი ცნობების გავრცელებას სიფრთხილით მოეკიდოს, რადგან გამოძიების ოფიციალური დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის.

New York Times-ი წერს, რომ თავდასხმების უკან, შესაძლოა, კიევის მომხრე ჯგუფი იდგეს.

"გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ სწორი იქნება, თუ მათ დასრულებას დაველოდებით, სანამ რაიმეს ვიტყვით იმაზე, თუ ვინ იდგა ამ აფეთქების უკან",- თქვა სტოლტენბერგმა.

<iframe width="684" height="385" src="https://www.youtube.com/embed/yeYjM0P4xVk" title="Nord Stream pipeline gas leaks: European governments suspect sabotage" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

მილსადენი 26 სექტემბერს შვედეთის და დანიის ზონებში აფეთქდა. ორივე ქვეყანამ დაასკვნა, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, თუმცა არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იდგეს მომხდარის მიღმა.

რუსეთმა, რომელიც მანამდე დასავლეთს ადანაშაულებდა მილსადენის აფეთქებაში, ახალი ინფორმაციით ისარგებლა და გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა, რომელში მონაწილეობის მიღება თავადაც სურს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა თქვა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია "ცოტა უცნაურია" და მას "არაფერი აკავშირებს უკრაინასთან".

პარალელურად გერმანია "ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან" თავის შეკავებას ითხოვს. "მკაფიოდ უნდა განვასხვაოთ, იყო ეს უკრაინული ჯგუფი, რომელიც უკრაინის მთავრობის ბრძანებით მოქმედებდა, თუ პროუკრაინულ ჯგუფთან გვაქვს საქმე, რომელსაც არაფერი აკავშირებს უკრაინის ხელისუფლებასთან", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, თანაბრად მაღალია იმის შესაძლებლობაც, რომ "ეს იყო ოპერაცია, რომელიც უკრაინის დასადანაშაულებლად დაიდგა."

გერმანული მედიის ცნობით, მილსადენის აფეთქების ორგანიზატორი ექვსი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფია, მათ შორის 5 მამაკაცი და 1 ქალი. ისინი ყალბ პასპორტებს იყენებდნენ.

წყარო: aljazeera

მოამზადა: ანა სიბოშვილმა