ავტორი:

"საქართველოს მთავრობავ, ფოკუსირდით 12 პუნქტზე, შეწყვიტეთ ხრიკები!" - ვიოლა ფონ კრამონი

"საქართველოს მთავრობავ, ფოკუსირდით 12 პუნქტზე, შეწყვიტეთ ხრიკები!" - ვიოლა ფონ კრამონი

მივესალმები "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსეთის კანონის გაწვევის შესახებ. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მათ რომ თავიდანვე მოესმინათ ქართველი ხალხისა და მეგობრებისთვის, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ.

მისი თქმით, ხალხის ხმის გაჩუმება შეუძლებელია, თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ამასთან, ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ფოკუსირდეს.

"საქართველოს მთავრობავ, ფოკუსირდით 12 პუნქტზე, შეწყვიტეთ ხრიკები, შეწყვიტეთ კანდიდატის სტატუსის მიღების გზისთვის საფრთხის შექმნა, შეწყვიტეთ ქვეყნის მომავლის ჩამშლელი საქმიანობა. ევროპის გული საქართველოში გააგრძელებს ცემას!“- წერს ევროპარლამენტარი "ტვიტერზე“.