ავტორი:

"მორჩით ეხლა ამ ბოიკოტობანას. ამ რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი" - ელისაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას

"მორჩით ეხლა ამ ბოიკოტობანას. ამ რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი" - ელისაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას

პოლიტიკური პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს მიმართავს. მისი თქმით, ახლა ბიოკოტის დრო არ არის.

"საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს მივმართავ - მორჩით ეხლა ამ ბოიკოტობანას. ამ რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი. რეგლამენტის თანახმად, ხელახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს და უნდა ჩავარდეს კანონი და მაგით დამთავრდება.

მანამდე დაპაუზება ისევ საფრთხის შემცველია და მტერი ენდო ოცნებას" - წერს ელისაშვილი.

"ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, "ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ კანონპროექტი“.

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი" - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იურისტების განმარტებით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ამიტომ ე.წ. აგენტების შესახებ პირველი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ სასწრაფოდ უნდა გაიტანოს მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდოს.

ასევე იხილეთ: