ავტორი:

შურისძიება შვილზე - პრინც ჰარისა და მეგანს ჩარლზის გამეფების ცერემონიაზე ოჯახთან ერთად ადგილს არ გამოუყოფენ

შურისძიება შვილზე - პრინც ჰარისა და მეგანს ჩარლზის გამეფების ცერემონიაზე ოჯახთან ერთად ადგილს არ გამოუყოფენ

მედიის ცნობით, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეფე ჩარლზის გამეფების ცერემონიაზე წასვლის შემთხვევაში, ოფიციალურ როლს არ შეასრულებენ. ბრიტანული გამოცემა, The Sun იტყობინება, რომ თუ წყვილი ცერემონიაზე წასვლას გადაწყვეტს, ისინი ბუკინგემის სასახლის აივანზე არ გამოჩნდებიან სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად და არც ოჯახურ მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას.

მას შემდეგ, რაც სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ოფიციალური მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადეს, სამეფო ოჯახის სხვა წევრებსა და მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა. ამან გამოიწვია ისიც, რომ გასულ ზაფხულს, დედოფლის პლატინის იუბილეზე, ისინი სასახლის აივანზე არ იდგნენ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.

ჩარლზის გამეფების ცერემონია 6 მაისსაა ჩანიშნული, რაც ხალხის აზრით, სპეციალურად შერჩეული თარიღია, რადგან ამ დღეს ჰარისა და მეგანის ვაჟის, არჩის დაბადების დღესა.

რამდენიმე დღის წინ, წყვილს ჩარლზმა დიდი ბრიტანეთის რეზიდენციის "დაცლაც" მოსთხოვა. "გამოსახლება" ჰარის მემუარების გამოქვეყნებას მოჰყვა.

წყვილს ბრიტანეთში სახლი დედოფალმა ელისაბედმა აჩუქა, როგორც საქორწილო საჩუქარი. ის ახლა პრინც ენდრიუს გადაეცემა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა