ავტორი:

"დილით ვნახე, იმდენად ცუდად იყო, აქციაზეც კი არ გვისაუბრია... აქვს ტემპერატურა და სახსრების ტკივილი" - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

"დილით ვნახე, იმდენად ცუდად იყო, აქციაზეც კი არ გვისაუბრია... აქვს ტემპერატურა და სახსრების ტკივილი" - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რამდენიმე დღეა, ექსპრეზიდენტს მაღალი ტემპერატურა აქვს.

"ამ დილით ვნახე, ძალიან ცუდად არის. 64-65 კილოა. აქვს მაღალი ტემპერატურები, 38 და უფრო მაღალი და ვერ გაუგეს საიდან. ასევე, აწუხებს სახსრების და კუნთების ტკივილები. იმდენად ცუდად იყო, აქციაზეც კი არ გვისაუბრია" - აცხადებს Ambebi.ge - სთან შალვა ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე რამდენიმე თვეა კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიას და საზოგადოებას ყოველდღიურ ინფორმაციას გიული ალასანია და ექსპრეზიდენტის ადვოკატები აცნობდნენ. თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სააკაშვილის მდგომარეობაზე კომენტარი არ გაკეთებულა.