ავტორი:

“ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ემოციების ჩასაცხრობად მიიღეს" - რას წერს უცხოური მედია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევაზე

“ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ემოციების ჩასაცხრობად მიიღეს" - რას წერს უცხოური მედია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევაზე

საერთაშორისო მედია საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

BBC წერს, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას 2 დღის განმავლობაში მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა.

  • “ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ემოციების ჩასაცხრობად მიიღეს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას კანონპროექტის მნიშვნელობას უფრო გასაგებად განუმარტავენ. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციების შეჩერებას არ აპირებენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებასაც ითხოვენ,“ - წერს BBC.

გამოცემა Reuters კი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ოპოზიცია ხელისუფლებას არ ენდობა და აქციების გაგრძელებას აპირებს.

ამასთან, კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილებას სტატიას უძღვნის The Guardians.

"კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში ავტორიტარულ ცვლილებას გულისხმობდა და რომელმაც შესაძლოა, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანება შეაფერხოს, ათასობით ადამიანი გაერთიანდა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მიესალმება საქართველოში ევროკავშირის დელეგაციაც,“ - წერს The Guardians.