ავტორი:

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყო

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყო

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყო.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე, აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა 7-8 მარტს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა.