ავტორი:

"საქართველოო ლამაზო" - პაატა ბურჭულაძესთან ერთად ამღერებული პროტესტანტები (ვიდეო)

"საქართველოო ლამაზო" - პაატა ბურჭულაძესთან ერთად ამღერებული პროტესტანტები (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყო.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე, აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

აქციას გამომსვლელები მიმართავენ, მათ შორის სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ბოლოს აქციის მონაწილეებთან ერთად შეასრულა სიმღერა "საქართველოო ლამაზო".

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა.