ავტორი:

სოფო ნიჟარაძე აქციაზე პატარა ალისასთან ერთად - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

სოფო ნიჟარაძე აქციაზე პატარა ალისასთან ერთად - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, სადაც შეკრებილები კიდევ ერთხელ აპროტესტებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა სახალხო პროტესტის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა გაეწვია. როგორც ირკვევა, აქციაზე შვილთან ალისა სააკაშვილთან ერთად იმყოფება მომღერალი სოფო ნიჟარაძე, ამის ამსახველი ფოტო გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, წარწერით: "ჩემი ორი ყველაზე დიდი სიხარული".

მანამდე სააკაშვილმა სპეციალური განცახადებაც გაავრცელა, რომელშიც წერდა: "მოხდა მართლა სასწაული, ყველა მოქალაქე, ყველა ახალგაზრდა გადაიქცა თავის თავის პარტიად, რომელსაც არაფრის ახსნა არ დასჭირდა და ზუსტად იცის, თუ როგორ იმოქმედოს და ისტორიის ფურცლებიდან გამოსული უძლეველი მებრძოლები გახდნენ". იხილეთ სრულად