ავტორი:

ჰამბურგში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (ფოტოები)

ჰამბურგში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (ფოტოები)

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, “იეჰოვას მოწმეთა” შეხვედრის დარბაზში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ გარდაცვლილია. მათივე თქმით, თავდასხმის მოტივის შესახებ სანდო ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაღუპულია მინიმუმ 6 ადამიანი.

სროლა სამსართულიან შენობაში მოხდა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე ღამის 9:15 წუთზე გამოიძახეს. მათი მისვლის შემდეგ, ოფიცრებმა პირველ სართულზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ადამიანები ნახეს, დაახლოებით 5 წუთში კი მათ ზედა სართულიდან კიდევ ერთი გასროლის ხმა მოესმათ. კიბეზე ასვლის შემდეგ მათ დაჭრილი ადამიანი იპოვეს. სავარაუოდ, სწორედ ის იყო თავდამსხმელი.

ჰამბურგის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ენდი გროტემ "ტვიტერზე“ დაწერა, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციის სპეცრაზმი და პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

წყარო: apnews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა