ავტორი:

"ვაშინგტონმა არ მისცა საქართველოს უფლება, სუვერენული გამხდარიყო... ხალხი ქუჩაში ვაშინგტონმა გამოიყვანა" - რუსეთის დუმის სპიკერი

"ვაშინგტონმა არ მისცა საქართველოს უფლება, სუვერენული გამხდარიყო... ხალხი ქუჩაში ვაშინგტონმა გამოიყვანა" - რუსეთის დუმის სპიკერი

თბილისში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს ხელისუფლების განცხადებაზე, რომ უარს იტყვიან "უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის მიღებაზე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი "ტელეგრამში" წერს.

  • ვოლოდინი აცხადებს, რომ "ვაშინგტონმა არ მისცა საქართველოს უფლება, სუვერენული გამხდარიყო."

"ბევრ ადამიანს, რომელმაც საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ შეიტყო, აქვს შეკითხვა: რა ხდება, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტმა შეძლო ასეთი კონფრონტაციის გამოწვევაა? განსაკუთრებით მაშინ, როცა იგივე კანონი 85 წლის წინ ამერიკელებმა თვითონვე მიიღეს", - წერს ვოლოდინი "ტელეგრამის“ არხზე.

ვოლოდინის აზრით, საქართველოში რომ მიეღოთ "კანონი უცხოელი აგენტების შესახებ“, ქვეყანას ექნებოდა შესაძლებლობა, გაეკონტროლებინა უცხოეთიდან გადარიცხული თანხები ოპოზიციისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ანტიქართულ დღის წესრიგს ქმნიან.

"და ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებოდათ გავლენა სხვადასხვა სფეროებში გადაწყეტილებების მიღებაზე - ხელისუფლების არჩევიდან დაწყებული, ქვეყანაში სხვადასხვა პროექტების განვითარებით დამთავრებული. მაგრამ ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ვაშინგტონმა გამოიყენა რბილი ძალის ბერკეტები ხალხის ქუჩაში გასაყვანად. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ დამორჩილებოდა ამას - არა ხალხის ნებას, არამედ ვაშინგტონისას“, - აცხადებს ვოლოდინი.

მისივე თქმით, კანონპროექტის გაწვევით საქართველომ დაკარგა სუვერენინტეტის შანსი. ვოლოდინი დასძენს, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევის მომხრე არ არის.

"ჩვენ გვაქვს რთული ურთიერთობა საქართველოსთან, არ არსებობს ურთიერთობა საპარლამენტო დონეზე, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვინდა ვისურვოთ, რომ საქართველო გახდეს სუვერენული ქვეყანა. ისინი ჩვენი მეზობლები არიან“, - განაცხადა ვოლოდინმა.