ავტორი:

"ხელისუფლება ეცდება, იმ შეურაცხყოფის გამო, რომელიც ქართველი ხალხისგან აიტანა, რაღაცნაირად შური იძიოს, სწორედ ამ მიზნით..." - რას აცხადებს იაგო ხვიჩია

"ხელისუფლება ეცდება, იმ შეურაცხყოფის გამო, რომელიც ქართველი ხალხისგან აიტანა, რაღაცნაირად შური იძიოს, სწორედ ამ მიზნით..." - რას აცხადებს იაგო ხვიჩია

ხელისუფლება ეცდება, იმ შეურაცხყოფის გამო, რომელიც ქართველი ხალხისგან აიტანა, რაღაცნაირად შური იძიოს - კანონპროექტი, რომელიც ახალგაზრდების ჯარში იძულებით გაწვევას ემსახურება, სწორედ ამ მიზნით იქნება გამოყენებული, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ „გირჩი“ აქციას გეგმავს, სადაც მოთხოვნა სწორედ „თავდაცვის კოდექსის“ გაწვევა იქნება.

"ძალიან მარტივად რომ შევხედოთ ამ სიტუაციას - „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა მავნებლობა (მსუბუქად ვამბობ ამ შემთხვევაში), ქართველმა ხალხმა არ გაუტარა და მოუწია საკუთარი მავნებლობის უკან წაღება. ეს ყველაფერი ახალგაზრდებმა, ძირითადად სტუდენტებმა გააკეთეს, რომლებიც გულწრფელად გააბრაზა საქართველოს რუსეთისკენ მოტრიალების პერსპექტივამ. თუმცა, პარალელურ რეჟიმში პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ამ დაუმორჩილებელი ახალგაზრდების მოსარჯულებლად არის შემოტანილი, ვინც გუშინ ფაქტობრივად, ბოდიში მოახდევინა საქართველოს ხელისუფლებას. ამ ხალხის დასჯას ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, ეცდებიან, რომ იმ შეურაცხყოფის გამო, რომელიც ქართველი ხალხისგან აიტანეს, რაღაცნაირად შური იძიონ. კანონპროექტი, რომელიც ახალგაზრდების ჯარში იძულებით გაწვევას ემსახურება, სწორედ ამ მიზნით იქნება გამოყენებული. ხვალ აქცია გვაქვს, რომ ეს კანონპროექტი გავაპროტესტოთ ისე, როგორც რუსულ კანონპროექტს ვაპროტესტებდით. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გამოითხოვონ ეს ურჩი ახალგაზრდების დასასჯელი კანონპროექტი. ვთხოვ ახალგაზრდებს, დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ მთავრობას არ მივცეთ თქვენი იძულებით „ვიშკაზე“ დაყენების საშუალება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.