ავტორი:

პარლამენტის შენობის წინ მოწყობილ სცენას და ტექნიკურ მოწყობილობებს შლიან

პარლამენტის შენობის წინ მოწყობილ სცენას და ტექნიკურ მოწყობილობებს შლიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოწყობილ სცენას და ტექნიკურ მოწყობილობებს შლიან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამარ ჯაყელის განცხადებით, პარლამენტის წინ სიტყვის გამოსვლები არ იქნება.

ამ წუთებში აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მიმდინარეობს.

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და პროექტების განხილვამდე უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ სხვადასხვა ორგანიზაციის კურიერებi პარლამენტიდან ე.წ. აგენტების შესახებ პროექტების გაწვევას სიგნალებით შეხვდნენ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას შეძახილებით შეხვდნენ.