ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი აშშ-ში - რა ფოტოებს აქვეყნებს პრეზიდენტი "ინსტაგრამზე"

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი აშშ-ში - რა ფოტოებს აქვეყნებს პრეზიდენტი "ინსტაგრამზე"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ის ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრო.

პრეზიდენტმა ვიზიტის ამსახველი რამდენიმე ფოტო "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"საჩუქარი საქართველოსგან გაეროს - ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი" - წერს სალომე ზურაბიშვილი:

პრეზიდენტი ნიუ იორკში, ჰარვარდის კლუბში:

პრეზიდენტის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს საქართველოში "ცხელი პერიოდი" დაემთხვა. თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო, ზურაბიშვილმა ზოგიერთი შეხვედრა გააუქმა.

მან საგანგებო მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ "აგენტების შესახებ კანონს" ვეტოს დაადებდა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა არაერთ დასავლურ მედიას ინტერვიუ მისცა და მწვავე შეფასებები გააკეთა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. საერთაშორისო არენაზე კი კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა ქართველი ხალხის სურვილი - იყოს ევროპული ოჯახის წევრი.