ავტორი:

"პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი გამოიყენეს..." - ვანო მერაბიშვილი

"პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი გამოიყენეს..." - ვანო მერაბიშვილი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ჟურნალისტ ევგენი კისელიოვს ესაუბრა ინტერვიუ Youtube-ზე ჟურნალისტის ოფიციალურ არხზე 8 მარტს გამოქვეყნდა.

"თქვენ დაინახეთ, რომ გუშინ პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი გამოიყენეს.

იგივე მოხდება საავადმყოფოსთან (გულისხმობს კლინიკას, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია) - როგორც კი წავიყვანთ იქით ხალხს, ხელისუფლება გადაისვრის ძალებს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ჩვენი პირველი ამოცანა. აქამდე ამას დიპლომატიური მეთოდებით ვცდილობდით. სერიოზული მიღწევები გვაქვს ამერიკაში ამ მიმართულებით.

მნიშვნელობა არ აქვს, სად გაირღვევა პოლიციის კორდონი, პარლამენტთან თუ საავადმყოფოსთან. ნებისმიერი ასეთი შემთხვევა არის სააკაშვილის და მთელი საქართველოს გათავისუფლება“,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.