ავტორი:

ლიზინგი: ავტომობილის მარტივად ყიდვის საშუალება

ლიზინგი: ავტომობილის მარტივად ყიდვის საშუალება

ადამიანის ცხოვრებაში ავტომობილის საჭიროება და დანიშნულება საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. გარდა ყოველდღიური გადაადგილების საშუალებისა, მანქანა შეიძლება აღმოჩნდეს ერთადერთი გამოსავალი გადაუდებელ სიტუაციებში, მოგზაურობების ინიციატორი და მოგონებების შემქმნელი, მარტო სეირნობის მოყვარულთათვის საუკეთესო მეგობარი და სხვა.

ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა მრავალი დეტალის გამო ავტომობილს ადამიანის ცხოვრებაში დიდი როლი აქვს, რაც ავტომობილებზე მაღალ მოთხოვნასაც განაპირობებს. განსხვავებულ ქვეყანაში მანქანებზე მოთხოვნა განსხვავებულია, თუმცა საქართველოში ეს მოთხოვნა სხვა, ჩვენი მსგავსი შემოსავლის მქონე ქვეყნებთან შედარებით, კიდევ უფრო მაღალია. ბოლო, 2021 წლის მონაცემებით, ქართველი მოსახლეობის დაახლოებით 35%-ს ჰყავს ავტომობილი. ეს რიცხვი არც ისე მცირეა და გვეუბნება იმას, რომ გარკვეულ პირობებში, არსებული ინფრასტრუქტურული მოცემულობის და საგზაო სისტემის ფონზე, ადამიანები გადასაადგილებლად ავტომობილს აუცილებლად საჭიროებენ. ამ საჭიროებას კი

მომხმარებლის მხრიდან მოსდევს კითხვა:

როგორ ვიყიდო ავტომობილი მარტივად?

მანქანის ყიდვის არაერთი გზა არსებობს. ყველაზე მარტივი და კომფორტული ერთიანი ფულის ფლობა და სასურველი ავტომობილის ყიდვაა, თუმცა ადამიანთა რეალური მოცემულობა ხშირად ასეთი არაა. ერთიანი ფულის მოსაპოვებლად კი 2 გამოსავალი არსებობს, ფულის შეგროვება, რაც მანქანით მოკლე დროში სარგებლობას გამორიცხავს და ფინანსური ორგანიზაციებისგან დახმარება.

ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან მანქანის შეძენის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა კი ავტო ლიზინგია. ავტო ლიზინგი მომხმარებელს სთავაზობს მოკლე დროში, სალიზინგო კომპანიის ვებგვერდზე რამდენიმე კლიკით მანქანის შეძენას. მოგო კი ის სალზინგო კომპანიაა, რომელიც ლიზინგის აღებას კიდევ უფრო მარტივს ხდის. მოგოს დახმარებით ლიზინგის აღება გულისხმობს მოგოს ვებგვერდზე ონლაინ განცხადების შევსებას, რომლის განხილვასაც სულ რაღაც 30 წუთი ესაჭიროება. განცხადების დადებითად განხილვის შემდეგ კი საჭიროა მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმება და ავტომობილის მოგოს სახელზე გადაფორმება. ეს ყველაფერი სულ რამდენიმედღიან პროცესს გულისხმობს, რასაც მომენტალურად მოსდევს მანქანის ფლობა და მისი მართვა.

მანქანის ფლობას და მართვას კი მოსდევს მთელი რიგი სარგებლიანი დეტალებისა:

მანქანა როგორც დამოუკიდებლობის წყარო

მანქანის ფლობა გულისხმობს იმას, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში ადამიანი არის უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი. პირადი ავტომობილი გამორიცხავს სხვის დროზე, გრაფიკზე და სურვილებზე დამოკიდებულებას.

დროის ეფექტურად მართვის შესაძლებლობა

გამომდინარე იქიდან, რომ პირადი ავტომობილი სხვაზე დამოკიდებულებას მეტ-ნაკლებად გამორიცხავს, საკუთარი გეგმების მიხედვით დროის მართვის შესაძლებლობას უფრო ზრდის. პირადი ავტომობილით გადაადგილება სამსახურში, მეგობართან სტუმრობისთვის, სამოგზაუროდ თუ ნებისმიერ სხვა დანიშნულებით, გულისხმობს უფრო მოქნილ გრაფიკს, და კიდევ უფრო მოქნილ მარშრუტს.

გამოსავალი გადაუდებელ სიტუაციებში

ადამიანთა ცხოვრებაში დგება გაუთვალისწინებელი და გადაუდებელი სიტუაციები, მომენტები, როდესაც ყველაზე ძვირად დრო ფასობს. მოკლე დროში საავადმყოფოში ან ნებისმიერი ერთი პუნქტიდან მეორეში აღმოჩენა შესაძლოა ბევრჯერ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხადაც იქცეს. სწორედ მსგავს გადაუდებელ მომენტებში ერთადერთი გამოსავალი სწრაფი გადაადგილება, ანუ პირადი ავტომობილია.

კომფორტული მგზავრობა ყველანაირ ამინდში

სხვა სატრანსპორტო საშუალებებისგან, მაგალითად ორთვლიანი ტრანსპორტისგან განსხვავებით, ავტომობილს აქვს ის კომფორტი, რომ ნებისმიერ ამინდში, დაბალ ან მაღალ გრადუსში, ნალექიან თუ უნალექო ამინდში შესაძლებელია კომფორტული მგზავრობა. მანქანა სიცხეში სიგრილეს უზრუნველყოფს, სიცივეში კი სითბოს.

მოგზაურობების დაგეგმვის ინიციატორი

მანქანის ფლობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი უფრო თამამია სხვადასხვა მოგზაურობის დაგეგმვაში. პირადი ავტომობილით მოგზაურობისას ადამიანი არ იზღუდება დიდ მანძილზე გადაადგილებაში, დაუგეგმავი ადგილების მონახულებაში, საჭირო რაოდენობს ბარგის ტარებაში და ა.შ.

წაიკითხეთ საინტერესო სტატიები მოგოს საიტზე: გაუთვალისწინებელი ხარჯები | მანქანის მოვლა | lizingi | დამატებითი შემოსავალი

NS