ავტორი:

5 საოცარი ფაქტი თოჯინა ბარბიზე, რომელიც ნამდვილად არ იცოდი

5 საოცარი ფაქტი თოჯინა ბარბიზე, რომელიც ნამდვილად არ იცოდი

მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა თოჯინამ დაბადების დღე 9 მარტს აღნიშნა. ბარბი 62 წლისაა, მაგრამ პენსიაზე გასვლას ჯერ არ აპირებს. მხოლოდ ერთ წელიწადში, მისი წყალობით Mattel-მა მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

წაიკითხეთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი თოჯინის შესახებ, რომლებსაც გოგონების რამდენიმე თაობას უთამაშია:

ფაქტი#1. ბარბის პირველი პროფესია თინეიჯერი მოდელი იყო

მას შემდეგ, რაც ცნობილმა ამერიკელმა თოჯინამ თინეიჯერობაში დაიწყო თავისი "კარიერა", მას მრავალი სხვა პროფესიაც ჰქონდა, მათ შორის: მოდის ჟურნალისტი, ბორტ გამცილებელი, ბალეტის მოცეკვავე, ჩოგბურთელი, მენეჯერი, ტკბილეულის გამყიდველი, ასტრონავტი, ქირურგი, მის ამერიკა, ტანმოვარჯიშე, რეჟისორი, როკ ვარსკვლავი, UNICEF-ის ელჩი, არმიის ოფიცერი, რეპერი, შეფ-მზარეული, პოლიციელი, ბეისბოლის მოთამაშე, მყვინთავი, პალეონტოლოგი, NASCAR-ის პილოტი, პრეზიდენტობის კანდიდატი, American Idol-ის გამარჯვებული და მოდის ჟურნალის სტაჟიორი. და ეს სია არ არის სრული: - დღეს მას 200-ზე მეტი პროფესია აქვს.

ფაქტი#2. №1 საოცნებო საჩუქარი მსოფლიოში ბარბის სახლია

Barbie's Dream Home (ბარბის ოცნების სახლი) დასახელდა ნომერ პირველ სათამაშო ნივთად. კომპანია Mattel-ი კი ნომერ პირველ სათამაშოების მწარმოებლად აშშ-ში, ზედიზედ 27 წლის მანძილზე. მისი Barbie იყო მსოფლიოში საუკეთესო სათამაშო ბრენდი. სათამაშოების ასოციაციამ ბარბის "წლის სათამაშო" ტიტულიც მიანიჭა. ბარბი თოჯინაზე მეტია, ის პოპ კულტურის სიმბოლოა.

ფაქტი#3. ბარბის საკუთარი Pantone-ს ფერი აქვს...

Mattel-ის ყველა Barbie-ს კოლექცია მონიშნულია საკუთარი ფერით - PMS 219 - ცნობილია როგორც Barbie Pink. მსოფლიოში ბარბის დაახლოებით 100 000 კოლექციონერია. Barbies-ის ყველაზე დიდი კოლექცია კი გერმანელ ბეტინა დორფმანს ეკუთვნის – მას კოლექციაში ბარბის 15 000-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა აქვს.

ფაქტი#4. ბარბი მარკეტინგული რევოლუციის მონაწილეა

თავიდან, ბარბის შემქმნელმა გადაწყვიტა თოჯინა გაიყიდა მოკრძალებულ ფასად, 3$-ად, რაც თითქმის მისი თვითღირებულება იყო. მთავარი მოგება კომპანიამ მიიღო ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვიდან. მოგვიანებით, ეს მარკეტინგული მოდელი წარმატებით იქნა აღებული მწარმოებლების მიერ, ინდუსტრიის ფართო სპექტრიდან. Mattel-მა გამოუშვა რეკლამები, რომლებიც მიზნად ისახავდა ბავშვებს და არა მშობლებს - რუთმა დაიწყო ამ იდეის განხორციელება Barbie-ს შემოღებამდე რამდენიმე წლით ადრე და შედეგები განსაცვიფრებელი იყო.

საკმარისი იყო ახალი სათამაშოს ჩვენება პოპულარულ შოუში "The Mickey Mouse Club" - და გაყიდვებმა რეკორდები მოხსნა. როდესაც გოგონებმა ნახეს "ახალგაზრდა მოდელის" ჩაცმულობის ვიდეო, ახალი თოჯინა თაროებიდან მომენტალურად გაქრა. პირველივე წელს 300 000 ბარბი გაიყიდა.

ფაქტი#5. ყოველ 3 წამში, მსოფლიოში 1 ბარბი იყიდება...

- ეს სიმართლეა! მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი Barbie კი თოჯინა სუპერ გრძელი თმით იყო, რომელიც 1992 წელს გამოვიდა. მას მშვენიერი თმა ქუსლამდე სწვდებოდა. რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ბარბის, ის საიუველირო დიზაინერის სტეფანო კანტურის მიერაა შექმნილი. თოჯინა ელეგანტურ შავ კაბაშია გამოწყობილი, ხოლო მოხდენილი კისერზე ბრილიანტებიანი ყელსაბამი ჰკიდია. ექსკლუზიური სათამაშოს ფასი 300 000 დოლარია, მაგრამ მისი შექმნის მიზანი ქველმოქმედება იყო - ძუძუს კიბოს კვლევისთვის სახსრების მოძიება.

თუ ბავშვისთვის იდეალურ საჩუქარს ეძებთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს! სათამაშოების მაღაზიათა ქსელში „პეპელა“, ბარბის სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ. „პეპელა“Mattel-ის ოფიციარული წარმომადგენელია საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიებში წარმოდგენილი სათამაშოები ნამდვილად ორიგინალი და საუკეთესო ხარისხისაა. ასევე, 17 მარტის ჩათვლით, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ „პეპელას“ გათამაშებაში. რისთვისაც, უნდა მოიწონოთ „პეპელას“ ინსტაგრამისა და ტიკტოკის გვერდები და გააზიაროთ თქვენი ბარბის კოლექცია ვიდეოს კომენტარში და დააგროვოთ ბევრი მოწონება. გამარჯვებული საჩუქრად ბარბის ოცნების სახლს მიიღებს.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3TdfMrx

R