ავტორი:

"კვარაცხელიას სტატუსი ვნახე, როცა მანიფესტაციას სოციალური ქსელის მეშვეობით შეუერთდა... დიდებული ადამიანი გვყავს" - სპალეტიმ "კვარა" შეაქო

"კვარაცხელიას სტატუსი ვნახე, როცა მანიფესტაციას სოციალური ქსელის მეშვეობით შეუერთდა... დიდებული ადამიანი გვყავს" - სპალეტიმ "კვარა" შეაქო

ქუჩის პროტესტის ვირტუალურად შეერთების სურვილია - ეს სწორი იყო, ამისთვის უფრო მეტად უნდა დავუკრათ ტაში, ვიდრე გოლისთვის, - ასე გამოეხმაურა იტალიური საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას მიერ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტს.

მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია ისე მოიქცა, როგორც ადამიანმა უნდა გააკეთოს, როდესაც სჯერა, რომ უსამართლობა ხდება.

„ქუჩის პროტესტის ვირტუალურად შეერთების სურვილია. ვფიქრობთ, რომ ეს სწორი იყო, ამიტომ ამისთვის უფრო მეტად უნდა დავუკრათ ტაში, ვიდრე გოლისთვის. გვიხარია, რომ დიდებული ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ასევე დიდებული ადამიანია”, - განაცხადა სპალეტიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა 7 მარტს ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ამის შედეგად გამართული პროტესტის დროს ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ “საქართველოს მომავალი ევროპაშია”.

ნახეთ ასევე: