ავტორი:

"ჯენზის" თაობას ვუდასტურებ პატივისცემას" - დიმიტრი ხუნდაძე

"ჯენზის" თაობას ვუდასტურებ პატივისცემას" - დიმიტრი ხუნდაძე

"ხალხის ძალის" წევრის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის "ჯენზის" თაობას პატივს სცემს.

მისი თქმით, ეს არის თაობა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტი.

"მე მათ ვუდასტურებ პატივისცემას. ეს არის თაობა, ვისზეც ყველაზე მეტად ღირს ზრუნვა. ეს არის თაობა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტი და ის, რომ მას ყველაზე მეტად უყვარდეს ჯერ საკუთარი ქვეყანა და მერე ყველა დანარჩენი. ევროპა რატომ არის ჩემთვის მიმზიდველი? იმიტომ, რომ იქ მეგულება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, რომელიც დღეს თითქოს ცოტა არ ჰგავს იმას, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი.

მე იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება. ომიც დასრულდება. ომს თავისი ცუდი გავლენა აქვს დემოკრატიაზეც, ღირებულებებზეც. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და ეს კვალი დაეტყო ევროპასაც და მის ღირებულებებსაც" - განაცხადა დეპუტატმა "იმედის" ეთერში.