ავტორი:

"ჩინეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში, საქართველოს შესახებ გადაცემის ჩაწერის დროს, ასეთი სიურპრიზი მოგვიწყეს" - ქართულად ამღერებული ჩინელი ბავშვები: რა ვიდეოს აქვეყნებს ელჩი?

"ჩინეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში, საქართველოს შესახებ გადაცემის ჩაწერის დროს, ასეთი სიურპრიზი მოგვიწყეს" - ქართულად ამღერებული ჩინელი ბავშვები: რა ვიდეოს აქვეყნებს ელჩი?

საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩინელი ბავშვების მიერ მოწყობილ სიურპრიზზე წერს. მისი ინფორმაციით, ჩინეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც ჩინელმა ბავშვებმა მის პატივსაცემად ქართულად იმღერეს.

"ჩინეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში, საქართველოს შესახებ გადაცემის ჩაწერის დროს, ჩვენმა ჩინელმა მეგობრებმა ასეთი სიურპრიზი მოგვიწყვეს" - წერს არჩილ კალანდია.

ნახეთ ვიდეო: