ავტორი:

პუტინის გაჩაღებული ომი რუსებს უკან უბრუნდებათ - მოსახლეობა მწარე რეალობის წინაშე დგება

პუტინის გაჩაღებული ომი რუსებს უკან უბრუნდებათ - მოსახლეობა მწარე რეალობის წინაშე დგება
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ყველა ომს თავისი გამოძახილი აქვს, ზოგს ადრე, ზოგსაც გვიან, მაგრამ ის აუცილებლად აისახება მასზეც, ვინც ამ ომს იწყებდა და უწყობდა ხელს...

ჩვენ რა დავაშავეთ, რისთვის? - სწორედ ამ კითხვას სვამენ უკვე რუსეთის მოქალაქეები, რაც ბოლო დღეებში ძალიან გახშირდა უკრაინული სადაზვერვო თუ კამიკაძე-დრონების გამოჩენა უკრაინის საზღვრებიდან ასეულობით კმ-ის დაცილებით, რუსეთის ფედერაციის სიღრმეში, რუსული ქალაქებისა და სოფლების თავზე და მათ შორის თავად მოსკოვის ახლოსაც კი...

ეს კითხვა უფრო აქტუალური გახდა 2 მარტს, როდესაც უკრაინის საზღვრიდან ხუთიოდე კილომეტრში ბრიანსკის ოლქის სოფელში 45-კაციანი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გამოჩნდა, სროლით გული იჯერა, ააფეთქა გაზის გამანაწილებელი სადგური, დაცხრილა "როსგვარდიის" მობილური ჯგუფის ჯავშანმანქანა და რაც მთავარია, ამ რუსულ სოფელში გადაიღო პროპაგანდისტული ვიდეოები იმის დასადასტურებლად, რომ ეს ოპერაცია სწორედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩაატარა და უდანაკარგოდ დატოვა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი.

უკრაინამ ოფიციალურად უარყო, რომ ეს მისი შეგზავნილი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი იყო, გავრცელებულ ვიდეოშიც თავად ამ ჯგუფის წევრები არ მალავენ, რომ უკრაინელები კი არა, „რუსული მოხალისეთა კორპუსის“ წევრები არიან. თუმცა პოლიშინელის საიდუმლოა ის, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან გასულ წელს დაკომპლექტებული ეს „კორპუსი“ სწორედ უკრაინის მხარეს იბრძვის და შესაბამისად, უკრაინის სპეცსამსახურები ამარაგებენ და მართავენ კიდეც.

ამ პროპაგანდისტული რეიდით რუსულ სოფელში „რუსული მოხალისეთა კორპუსის“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი არ ერჩიან რუსეთის რიგით მოქალაქეებს და აქტიურ ქმედებებს იწყებენ პუტინის რეჟიმის დასამხობად, რისთვისაც მათ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას სთხოვენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინმა „"რუსული მოხალისეთა კორპუსის"“ ეს შეიარაღებული რეიდი რუსულ სოფელში ტერორისტულ აქტად შეაფასა.

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ცდილობს პარალელი გაავლოს ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომების დროს ბასაევის ბუდიონოვსკის საავადმყოფოში შეჭრასა და რადუევის "სისხლიან „გასეირნებასთან" ყიზლარში, თუმცა ბრიანსკის ოლქის რუსული სოფლების მშვიდობიან მოსახლეობას მოსაკლავად არავინ დასდევდა, სამიზნე მხოლოდ რუსი ძალოვანები იყვნენ, თუმცა რეიდს ერთი სამოქალაქო პირი მაინც ემსხვერპლა და ერთი ბავშვიც დაიჭრა...წაიკითხეთ სრულად