ავტორი:

როგორ გამოვიმუშავოთ დამატებითი შემოსავალი?

როგორ გამოვიმუშავოთ დამატებითი შემოსავალი?

დამატებითი შემოსავალი არასდროსაა ზედმეტი. ხშირად სრულ განაკვეთზე მომუშავე ადამიანებიც კი, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ცდილობენ მათ გრაფიკზე მორგებული საქმე გამონახონ და ამ საქმის სანაცვლოდ დამატებითი შემოსავალი მიიღონ. გრაფიკზე მორგებული საქმე და გარკვეული შემოსავალი კიდევ უფრო მეტად იმ ადამიანებს ესაჭიროებათ, რომლებიც არ მუშაობენ და დღის გარკვეული დროის განმავლობაში სხვა საქმიანობით, მაგალითად, სწავლით არიან დაკავებულები.

ალბათ ყველანი ვთანხმებით, რომ ადამიანს, იქნება ეს სტუდენტი თუ დასაქმებული ზრდასრული, დამატებითი შემოსავალი ყოველთვის შეიძლება დასჭირდეს. ამ შემოსავლის მარტივი გზებით მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. სინამდვილეში კი ადამიანის გარშემო უამრავი შესაძლებლობაა, რომელიც დამატებითი შემოსავლის მარტივად გამომუშავებას სთავაზობს ადამიანებს. მაინც, როგორ შეიძლება დამატებითი ფულის მარტივად შოვნა?

ბევრისთვის ეს გასაკვირი პასუხია, თუმცა ლიზინგი შეიძლება აღმოჩნდეს გზა შემოსავლის მარტივად მოპოვიებისაკენ. ეს გზა კი შემდეგნაირია - ლიზინგის დახმარებით მანქანის ყიდვა და შემდეგ ამ სატრანსპორტო საშუალებით შემოსავლის მომტანი საქმიანობის წამოწყება. მოგოს მაგალითით, ლიზინგით შესაძლებელია ავტომობილის, სკუტერის, მოპედის და სპეც ტექნიკის ყიდვა. მოცემულ ბლოგში განვიხილოთ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების მაგალითი.

სკუტერ და მოპედი, როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო

სკუტერის ყიდვა ლიზინგით

სკუტერი და მოპედი სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით საუკეთესო შესაძლებლობაა მიტანის სერვისში საქმიანობისათვის. კურიერს შეუძლია, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ინტერვალით იმუშაოს და მიიღოს შემოსავალი. ამ საქმიანობისთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი ტრანსპორტის შერჩევა, რომელიც არც ისე ძვირია, ეკონომიურია, შესანახად იაფი და საცობებით დატვირთულ ქალაქში მარტიავდ გადასაადგილებელი. სკუტერი და მოპედი თითოეულ ამ პირობას აკმაყოფილებს.

სკუტერი როგორც იაფი სატრანსპორტო საშუალება

სკუტერისა და მოპედის ხელმისაწვდომობას მისი საბაზრო ღირებულება განსაზღვრავს. მისი ფასი სხვა გადაადგილების საშუალებებთან შედარებით ყველაზე დაბალია. მაგალითად, ახალი სკუტერის ან მოპედის ყიდვა დაახლოებით 4000 ლარიდან 10 000 ლარამდე ჯდება. მეორად მდგომარეობაში კი მისი შეძენა 2000 ლარადაცაა შესაძლებელი.

წაიკითხეთ დამატებით: რატომ სკუტერი?

ყველაზე ეკონომიური გამოსავალი საწვავის მოხმარების თვალსაზრისით

სატრანსპორტო საშუალების შერჩევისას საბაზრო ღირებულების გარდა მნიშვნელოვანია მისი გამოყენებისა და შენახვის ხარჯები. საკმარისი საწვავის რაოენობა მნიშნელოვნად განსაზღვრავს ტრანსპორტის ხარჯებს. სკუტერი და მოპედი კი ამ მხრივ ძალიან ეკონომიური გამოსავალია. ყოველ 100 კილომეტრზე დაახლოებით 2-3 ლიტრი საწვავია საკმარისი მაშნ, როცა ავტომობილს იგივე მანძილის დასაფარად 10-15 ლიტრი საწვავი შეიძლება რომ არც ეყოს.

სკუტერი და მოპედი საუკეთესო გამოსავალია საცობებით გადატვირთულ ქუჩებში გადასაადგილებლად. ეს ტრანსპორტი მისი მცირე მოცულობიდან გამომდინარე ძალიან მოქნილია საცობებში მოძრაობისას, რაც პიკის საათებში გადაადგილების დროს საკმაოდ ამცირებს. გადაადგილების გარდა, მისი მცირე მოცულობა უზრუნველყოფს მარტივ პარკირებასაც. მაშინ, როცა ავტომობილის მძღოლებს დიდი პრობლემა აქვთ, რომ პარკირების ადგილი მარტივად იპოვონ, ეს არ უჭირთ სკუტერისა და მოპედის მძღოლებს. ამ სატრანსპორტო საშალების დასაპარკინგებელი ადგილის შოვნა ყოველთვის მარტივია.

საუკეთესო ტრანსპორტი შემოსავლის დასაგენერირებლად

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზის გამო, სკუტერი და მოპედი ძალიან კომფორტული გამოსავალია მიტანის სფეროში დასაქმებისათვის. მისი შეძენა იაფადაა შესაძლებელი, საწვავის ხარჯები ძალიან დაბალი აქვს, გადასაადგილებლად კი ძალიან სწრაფი და მობილურია საცობების პირობებშიც კი.

სკუტერის ყიდვის მარტივი გამოსავალი

სკუტერი ან მოპედი არც ისე ძვირია სხვა ტრანსპორტთან შედარებით, თუმცა მოპედის ყიდვა საჭიროებს იმ რაოდენობის ფულს, რომელიც ერთიანად მომხმარებელს შეიძლება არ ჰქონდეს. მსგავსი შემთხვევებისთვის მარტივი გამოსავალია სკუტერ ლიზინგი, რომელსაც მოგო სთავაზობს მომხმარებლებს. მოგოს სკუტერ ლიზინგით მომხმარებელს 15 000 ლარამდე თანხის მიღება შეუძლია და ამისთვის მოგოს ვებ გვერდზე სკუტერ ლიზინგის ონლაინ განცხადების შევსებაა საჭირო. განცხადების დადებითად ან უარყოფითად განხილვის შესახებ პასუხს კი მომხმარებელი სულ რაღაც 30 წუთში იღებს. ონლაინ ლიზინგი

წაიკითხეთ საინტერესო სტატიები მოგოს საიტზე: გაუთვალისწინებელი ხარჯები | მანქანის მოვლა | avto sesxi | avto lombardi

NS