იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "ნაპოლი" საშინაო შეხვედრას ატარებს და ამჯერად "ატალანტას" უპირისპირდება. ნეაპოლში განსაკუთრებით ელოდნენ ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესო მოთამაშის, კვარაცხელიას გოლს.
პირველივე წუთებში სპალეტის გუნდის უპირატესობა იგრძნობოდა, ქართველმა მარცხენა გარემარბმა რამდენჯერმე შექმნა საგოლე სიტუაცია, თუმცა პირველი ტაიმი ფრედ დამთავრდა.
მეორე ტაიმის პირველივე წუთებში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა და ნეაპოლელები შთამბეჭდავი გოლით დააწინაურა. მისი დრიბლინგი მართლაც გამაოგნებელი გამოდგა. ხვიჩა კვლავ შეუჩერებელია.
უნდა აღინიშნოს, რომ "ინტერის" მარცხის შემდეგ, 15-ქულიანი ჰანდიკაპი შენარჩუნებულია. გასულ ტურში ნეაპოლელები "სტადიო მარადონაზე" "ლაციომ" შეაჩერა (0:1). გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" უახლოეს მდევარს ისევ 18 ქულით გაუსწრებს.
იხილეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო: