ავტორი:

"თუ თავდაცვის კოდექსი" ძალაში შევა, ორგანიზაციებს, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ ჩვენი მღვდელმსახურის მონად მიღებაზე, "ბიბლიური თავისუფლების" ანათემას გადავცემთ" - ხვიჩია

"თუ თავდაცვის კოდექსი" ძალაში შევა, ორგანიზაციებს, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ ჩვენი მღვდელმსახურის მონად მიღებაზე, "ბიბლიური თავისუფლების" ანათემას გადავცემთ" - ხვიჩია

"გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადონ თუ თავდაცვის ახალი კოდექსი მაისიდან ძალაში შევა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ფიზიკურად უნდა დაიცვან ერთმანეთი და კანონის აღსრულება ვერ უნდა მოხერხდეს.

"ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურები, მოგეხსენებათ, მღვდელმსახურები არიან. მათი გაწვევა სამხედრო სამსახურში დაუშვებელია. სისტემა ასეთ ადამიანებს ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში უშვებს, რომელიც ჯერ ზუსტად არავინ იცის რა არის, მაგრამ არსებული მონაცემებით რაც არის, ესაა: 112, სხვადასხვა სამშენებლო კომპანია, საავადმყოფო და ასეთი ტიპის სამოქალაქო დაწესებულებები. ყველა ასეთ ორგანიზაცია, რომელიც თანხმობას განაცხადებს ჩვენი მღვდელმსახურის მონად მიღებაზე, ჩვენ „ბიბლიურ თავისუფლების“ ანათემას გადავცემთ მათ” - განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ თუ „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურებს ალტერნატიულ სამსახურში, მაგალითად საავადმყოფოში გაიწვევენ, მათ იქიდან უნდა „გამოიხსნან მონა, რომელიც იქ თავისი ნების გარეშეა”.

"პირველი ამას [გამოხსნას] ჩვენ გავაკეთებთ, პარლამენტის წევრები”, - აღნიშნა ხვიჩიამ.