ავტორი:

"თუ ყურადღება მოადუნე, "მკვდარი" ხარ" - სპალეტი, გუტი, ვან ბასტენი და სხვები: რას წერენ "კვარას" შესახებ: რეაქცია მედიასა და სოციალურ ქსელებში "კვარას" შთამბეჭდავ გოლზე

"თუ ყურადღება მოადუნე, "მკვდარი" ხარ" - სპალეტი, გუტი, ვან ბასტენი და სხვები: რას წერენ "კვარას" შესახებ: რეაქცია მედიასა და სოციალურ ქსელებში "კვარას" შთამბეჭდავ გოლზე

სერია ა-ს 26-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერმა "ნაპოლიმ" ბერგამოს "ატალანტას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 სძლია. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ამირ რაჰმანიმ გაიტანეს.

ქართველი ვარსკვლავის გოლი ულამაზესი იყო და ბევრის აზრით, მის ნეაპოლურ კარიერაში - საუკეთესო. "კვარას" ტალანტით კიდევ უფრო აღფრთოვანებულნი არიან გულშემატკივრები.

და უფრო მეტიც, აქამდე თუ კვარაცხელიასა და მარადონას შედარებაზე ძირითადად ფანები აკეთებდნენ აქცენტს, ახლა უკვე "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელიც არ ერიდება მსგავს საუბარს - ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ხვიჩამ მარადონას დონის გოლი გაიტანა.

კვარაცხელია ერთი-ერთზე თამაშისას განსაკუთრებულია, არაპროგნოზირებადია და შეუძლია შეტევის წარმატებით დასრულება. თუ ყურადღება მოადუნე და კვარას ზურგი შეაქციე, "მკვდარი" ხარ. მოკლე სივრცეში ბურთის კონტროლის ისეთი უნარის აქვს, მარჯვნივ, მარცხნივ - ვერავინ გაიგებს, საით წავა.

როდესაც ვსაუბრობთ კვარაცხელიაზე, ის იმდენად კარგი ფეხბურთელია, რომ ამ მომენტისთვის შეიძლება უხერხულიც კი აღარ იყოს მისი შედარება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან - მან მარადონას დონის გოლი გაიტანა, - თქვა ლუჩანო სპალეტიმ.

კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა "ატალანტას" მწვრთნელმაც. "მან მარტომ მოგვიგო. ბრავო კვარაცხელია", - თქვა ჯან პიერო გასპერინიმ.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს ნიდერლანდელი ვეტერანი ფეხბურთელი და ამჯამად მწვრთნელი, მარკო ვან ბასტენი და აღნიშნავს, რომ თვალებს ვერ უჯერებდა კვარაცხელიას გოლის ნახვისას:

უყურებ და ხედავ რვა ადამიანს ერთის წინააღმდეგ და ფიქრობ, რომ აქ არ შეიძლება გოლი გავიდეს, შეუძლებელია აქ გოლი გავიდეს, - აღნიშნავს ვან ბასტენი.

როგორც ჩანს, კვარაცხელიას ფავორიტი ფეხბურთელი გუტი ერნანდესი, "კვარას" ფანი გახდა. მან "ინსტაგრამზე" კვარაცხელიას გოლი გააზიარა და აღფრთოვანება ემოციებით გამოხატა.

გოლის გატანის შემდეგ, "ტვიტერზე" #kvaratskhelia რამდენიმე საათის განმავლობაში იტალიის ტრენდებში იყო. მის შესახებ წერენ პოპულარული სპორტული გამოცემები.

433 "ინსტაგრამზე" კვარაცხელიას პოსტერს აქვეყნებს და მას ხვიჩა არმანდო კვარადონას უწოდებს. "არარეალური გოლი, არარეალური ფეხბურთელი", - წერს ფოტოს კომენტარებში ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by 433 (@433)

პოპულარული გვერდი "ფეისბუქზე" Out of context football, სადაც სპორტის შესახებ საინტერესო და სახალისო მომენტები ქვეყნდება ხოლმე, კვარაცხელიას გოლის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს:

ფოტოს არაერთი კომენტარი მოჰყვა. ფანები კვარაცხელიას მადრიდის რეალში, მანჩესტერ იუნაიტედში, მანჩესტერ სიტიში და სხვა ტოპ კლუბებში ეპატიჟებიან.

"მას რომ მესი ერქვას, ახლავე მისცემდნენ ოქროს ბურთს."

"ამ ბიჭის თამაშის ყურება უდიდესი სიამოვნებაა. იმედია, დარჩება "ნაპოლიში" და დიეგოს შემდეგ თავის ისტორიას დაწერს."

"ის სუპერმენია. არარეალურია", - წერენ კომენტარებში.

"ქართველებმა დიდგორი ასე მოიგეს", - აღნიშნავს სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებელი.

"8-1 - კვარაცხელიასთვის ეს არავითარი პრობლემა არაა", - წერს La Gazzetta dello Sport და ფანებს სთხოვს, შეაფასონ ხვიჩას გოლი:

აღსანიშნავია, რომ გუშინ "ნაპოლის" კიდევ ერთ ვარსკვლავს, ვიქტორ ოსიმენს არ ჰქონდა იდეალური თამაში და გოლის გატანა ვერ შეძლო, რის გამოც მოედანი განაწყენებულმა დატოვა. გულშემატკივრებმა კი კიდევ ერთხელ ნახეს ოსიმენისა და ხვიჩას შთამბეჭდავი ურთიერთკავშირი. "კვარა" მასთან მივიდა და გაამხნევა, ისე, როგორც ვიქტორმა მაშინ, როცა ხვიჩამ 11-მეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა.

ნახეთ ვიდეო და კიდევ ერთხელ დატკბით კვარას შთამბეჭდავი თამაშით: