ავტორი:

"ევროპარლამენტმა, თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარა, რომ სააკაშვილი, არის მათი აგენტი და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გაიყვანონ ციხიდან" - პრემიერი

"ევროპარლამენტმა, თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარა, რომ სააკაშვილი, არის მათი აგენტი და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გაიყვანონ ციხიდან" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ევროპარლამენტის აგენტია.

"ევროპარლამენტმა, თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარა, რომ სააკაშვილი, არის მათი აგენტი და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან. ეს ასე არ მოხდება. ჩვენ მათ ვუთხარით და ჩვენს ბევრ საერთაშორისო პარტნიორებსაც, რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა და ახლა დაიმატა და უკანონოდ შემოჭრა ქვეყანაში... ამის შემდეგ რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი გამოსავალი და სურვილი, რომ კანონი დავარღვიოთ არ გვაქვს. ჩვენ ვერ დავარღვევთ კანონს, ჩვენ ვერ დავარღვევთ კონსტიტუციას. სააკაშვილი დღეს არის პატიმარი და არ მინდა, რომ მე დღეს პატიმარზე ბევრი ვილაპარაკო. ერთი რამ მინდა ვთქვა, ის ვინც თვალს ადევნებდა მის აღვირახსნილ კამპანია მთელს მსოფლიოში, ამ ადამიანმა დაიქირავა ლობისტური კომპანიები, ოფიციალურად მხოლოდ აშშ-ში მლნ დოლარი აქვთ გადახდილი. სააკაშვილმა დედამისის მეშვეობით დაიქირავა. ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარი არის გახვეული კორუფციის სკანდალში ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას. მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველოს ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ" - თქვა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.